ციფრული მოსაწვევები ყველა ღონისძიებისთვის

ერთი ბმული. ყველა სტუმრის პასუხი.

შექმენით ლამაზი მოსაწვევი ქორწილის, დაბადების დღის ან ნებისმიერი ღონისძიებისთვის. გაუგზავნეთ ერთი ბმული Viber-ში ან WhatsApp-ში და ზუსტად გეცოდინებათ, ვინ მოდის.

  • ერთჯერადი გადახდა, 69 ₾
  • სტუმრებს აპლიკაცია არ სჭირდებათ
  • მზადაა 10 წუთში

რას ამბობენ მასპინძლები

Google შეფასებები5.0(19)
  • ნ
    ნინი ბატიაშვილიქორწილი
    გადამოწმებული

    „ქორწილის წინ ყველაზე მეტად სტუმრების რაოდენობის დაზუსტების მეშინოდა — რესტორანი ზუსტ რიცხვს მთხოვდა, ხალხი კი მესენჯერში გაურკვევლად მწერდა. Brindo-ს ბმული ჩავაგდეთ ჩატებში და 3 დღეში 180 კაცის ზუსტი სია გვქონდა თავისი რაოდენობებით. ნერვებიც დავზოგეთ და ზედმეტი ადგილების ფულიც.“

    Google Review5.0
  • ნ
    ნანა რევაზიშვილიიუბილე
    გადამოწმებული

    „ჩემი 50 წლის იუბილესთვის გამოვიყენე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ჩემს მეგობრებს არანაირი აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია არ დასჭირდათ — გახსნეს ბმული და პირდაპირ დააჭირეს დასტურს. ძალიან მოხერხებული და დახვეწილი რამაა.“

    Google Review5.0
  • ნ
    ნათია კიკილაშვილინათლობა
    გადამოწმებული

    „ნათლობისთვის ავარჩიეთ დიზაინი ქართული ორნამენტებით, საოცრად ნაზი და ესთეტიკური გამოვიდა. რესტორნის ლოკაციაც შიგნითვე ჩავაშენეთ და აღარავის დაურეკავს ‘სად მოვიდეთო’ — რუკაზე ერთი დაჭერით პირდაპირ ნავიგაცია ჩაერთოთ.“

    Google Review5.0
  • ნ
    ნოდარ კიკნაძეკორპორატიული საღამო
    გადამოწმებული

    „კომპანიის საახალწლო ივენთისთვის ავიღეთ. 120 თანამშრომლის გამოკითხვა ცალ-ცალკე ყოველთვის თავის ტკივილი იყო. Brindo-თი ერთ ექსელის სტილის სიაში მყისიერად დავინახეთ ვინ მოდიოდა მარტო და ვინ პარტნიორთან ერთად. ორგანიზატორებისთვის შეუცვლელი ხელსაწყოა.“

    Google Review5.0
  • ს
    სოფო მაჭარაშვილიბავშვის დაბადების დღე
    გადამოწმებული

    „ბავშვის დაბადების დღეზე მშობლების შეკრება ცალკე ხელოვნებაა — ხან ერთი ვერ მოდის, ხან მეორე. უზომოდ პრაქტიკულია, რომ სტუმარს თვითონვე შეუძლია პასუხის შეცვლა იმავე ბმულიდან, თუ გეგმები შეეცვალა. 10 წუთში ავაწყვე და უამრავი დრო მომიგო.“

    Google Review5.0
  • ა
    ანნა ბატიაშვილინიშნობა
    გადამოწმებული

    „ქაღალდის მოსაწვევებში ასობით ლარის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებდით. 69 ლარად მივიღეთ თანამედროვე, ულამაზესი გვერდი ჩვენი ფოტოთი და ტექსტით. Viber-ში გაზიარებისას ისეთი ლამაზი ქავერით ჯდება, ყველას ეგონა სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი საიტი იყო.“

    Google Review5.0
  • ა
    ალექსანდრე კვიჟინაძესუფრა მეგობრებთან
    გადამოწმებული

    „მეგობრების დიდი შეკრება გვქონდა ქალაქგარეთ. წინა დღეს ლოკაცია შეგვეცვალა — ძველი მოსაწვევი რომ ყოფილიყო, ყველას სათითაოდ უნდა დავკავშირებოდი. Brindo-ს პანელში დრო და რუკა გადავასწორე და ბმული იგივე დარჩა. საოცრად მოქნილი სისტემაა.“

    Google Review5.0
  • ს
    საბა ფოლადაშვილიქორწილი
    გადამოწმებული

    „როცა ქორწილს გეგმავ, დრო ყველაზე დეფიციტური რესურსია. Brindo-მ მოხსნა მთავარი პრობლემა: უსასრულო ზარები და 'კი, მოვალთ'-ის გამოცნობა. რესტორნის მენეჯერს პირდაპირ გავუგზავნეთ ზუსტი ჯამი. 10/10 პროდუქტია ქართული რეალობისთვის.“

    Google Review5.0
  • ნ
    ნანა მჭედლიძეგამოსაშვები საღამო
    გადამოწმებული

    „სკოლის ბანკეტის საორგანიზაციო კომიტეტში ვიყავი. მშობლებისა და მოსწავლეების ერთიან სიაში მოქცევა შეუძლებელი გვეგონა. Brindo-ს მეშვეობით ყველაფერი იდეალურად დალაგდა — არცერთი დაკარგული პასუხი და სრული სიცხადე ბიუჯეტის დაგეგმვისას.“

    Google Review5.0
  • გ
    გიორგი ბერიძექორწილი
    გადამოწმებული

    „რესტორანში მენიუს შესაკვეთად ზუსტი რაოდენობა მჭირდებოდა, თითო ადგილი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. Brindo-ს მეშვეობით 140 კაცზე ერთი ზედმეტი სკამიც არ გადაგვიხდია — ზუსტად ვიცოდით ვინ მოდიოდა და ვის რამდენი ადამიანი მოჰყავდა თან.“

    Google Review5.0
  • მ
    მარიამ ჯაშიდაბადების დღე
    გადამოწმებული

    „30 წლის იუბილეზე ბევრი მეგობარი მყავდა დასაპატიჟებელი. დიზაინი Noir შევარჩიე, საღამოს სტილში. ბმული Instagram-სა და WhatsApp-ში გავაზიარე — ყველას ეგონა, დიზაინერს შევუკვეთე ინდივიდუალური საიტი. 10 წუთში მზად მქონდა ყველაფერი.“

    Google Review5.0
  • ი
    ირაკლი შენგელიაკორპორატიული საღამო
    გადამოწმებული

    „HR გუნდს ყოველ წელს უჭირდა თანამშრომლებისგან პასუხების მოგროვება. Brindo-მ ეს რუტინა მთლიანად გააქრო: ერთი ლინკი გავუშვით საერთო Slack-ჩატში და რეალურ დროში ვხედავდით სტატისტიკას. დროის და ენერგიის საუკეთესო ეკონომიაა.“

    Google Review5.0
  • თ
    თინათინ ჩხეიძენათლობა
    გადამოწმებული

    „ბოლნისის ჯვრის და ვენახის მოტივებიანი დიზაინი იმდენად ქართული, სათუთი და ლამაზი აღმოჩნდა, რომ სტუმრები აღფრთოვანებულები მირეკავდნენ. ყველაზე კარგი ისაა, რომ უფროს თაობასაც არ გასჭირვებია პასუხის გაცემა — არავითარი რეგისტრაცია და პაროლები.“

    Google Review5.0
  • დ
    დავით მახარაძეღვინის დეგუსტაცია და სუფრა
    გადამოწმებული

    „მარანში მეგობრებთან ერთად შეკრება დავგეგმეთ. სტუმრებს ხშირად უჭირთ ხოლმე სოფელში სწორი გზის პოვნა — აქ პირდაპირ Google Maps-ის ზუსტი წერტილი ჩავსვით და არცერთ სტუმარს გზა არ აბნევია. საოცრად პრაქტიკულია.“

    Google Review5.0
  • ქ
    ქეთევან ებრალიძებავშვის პირველი დაბადების დღე
    გადამოწმებული

    „პატარა ბავშვით ხელში ქაღალდის მოსაწვევების დარიგებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. Brindo-თი სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით შევქმენი უსაყვარლესი მოსაწვევი და გადავუგზავნე ოჯახის წევრებს. 69 ლარი ამ კომფორტში ნამდვილად სიმბოლური ფასია.“

    Google Review5.0
  • ლ
    ლევან ყიფიანინიშნობა
    გადამოწმებული

    „ქალაქგარეთ გვქონდა ნიშნობა და ამინდის გამო დროის 2 საათით გადაწევა მოგვიწია. პანელში შევედი, დრო შევცვალე და ბმული იგივე დარჩა — არც ახალი მესიჯების დაგზავნა დამჭირდა და არც ვინმეს გაურკვევლობაში დატოვება.“

    Google Review5.0
  • ე
    ელენე გოგიჩაიშვილიგამოსაშვები საღამო
    გადამოწმებული

    „უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავდით მთელი კურსი. ყველას თავისი გეგმები ჰქონდა და რამდენიმე სტუმარს ბოლო მომენტში შეეცვალა სიტუაცია. პასუხის შეცვლის ფუნქციამ გვიხსნა — თვითონვე გადაასწორეს მოსაწვევში და სია ავტომატურად განახლდა.“

    Google Review5.0
  • ზ
    ზურაბ წიკლაურიიუბილე
    გადამოწმებული

    „მთავარი უპირატესობა სიმარტივეა: ჯერ ააწყვე, ნახე როგორ გამოიყურება ტელეფონზე უფასოდ, და მხოლოდ მაშინ გადაიხადე, როცა ყველაფერი მოგეწონება. არანაირი ფარული გადასახადი ან ყოველთვიური გამოწერა.“

    Google Review5.0
  • თ
    თამარ კვერნაძექორწილი
    გადამოწმებული

    „ჩემი ქორწილისთვის ყველაზე დიდი სტრესი იყო იმის გამოცნობა, თუ ვინ მოდიოდა მეუღლესთან ან ბავშვებთან ერთად. Brindo-ს ფორმაში პირდაპირ წერია ზუსტი რაოდენობის ველი, რამაც სრული სიცხადე მოგვცა. ყველა პატარძალს ვურჩევ, დრო არ დაკარგოს ქაოსურ ჩატებზე.“

    Google Review5.0
რატომ Brindo

სტუმრების შეკრება არ უნდა იყოს მეორე სამსახური

ჩვეულებრივ ასეა

პასუხები მიმოფანტულია ჩატებში და ბოლო დღემდე არ იცით სტუმრების რაოდენობა.

ოჯახის ჩატი
  • თამუნაკი, მოვალთ!
  • ზურარამდენი ვიქნებით, მერე გეტყვი
  • მანანაბავშვებიც მოვიყვანოთ?
  • ლაშარა დღეა? ვერ მოვახერხებ, მგონი
  • სალომედაგირეკავ და გეტყვი
  • სულ რამდენი ხართ?

Brindo-თი

ყველა პასუხი ერთ სიაში, ზუსტი რაოდენობით. რესტორანს ზუსტ რიცხვს ეუბნებით.

მოდის14ადამიანი
  • თამუნა კაპანაძე4 ადამიანი
  • ზურა ლომიძე2 ადამიანი
  • მანანა გელაშვილი5 ადამიანი
  • ლაშა ჯაშიარ მოდის
  • სალომე ღლონტი3 ადამიანი
როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი და მზადაა

  1. 01

    შექმენით მოსაწვევი

    აირჩიეთ დიზაინი და ჩაწერეთ, რა ხდება, სად და როდის. დაამატეთ ფოტო და მიმართვა სტუმრებს.

  2. 02

    გაუგზავნეთ ერთი ბმული

    გადახდის შემდეგ მიიღებთ ბმულს. გააზიარეთ Viber-ში, WhatsApp-ში, Messenger-ში ან სადაც გინდათ.

  3. 03

    ნახეთ, ვინ მოდის

    სტუმრები ერთი შეხებით გპასუხობენ. თქვენ ხედავთ სიას და ზუსტ რაოდენობას რეალურ დროში.

ნახეთ მაგალითი

უპასუხეთ მოსაწვევს, როგორც სტუმარი, და ნახეთ, როგორ ხედავს პასუხებს მასპინძელი.

25 დიზაინი

ყველა ღონისძიებას თავისი დიზაინი

ქორწილის მოსაწვევი ქორწილს ჰგავს, ნათლობისა კი ნათლობას. ყველა დიზაინი ჩვენ დავხაზეთ და ტელეფონისთვის შევქმენით.

შესაძლებლობები

სტუმრების კითხვებს მოსაწვევი უპასუხებს

ბმული, რომელიც ჩატში არ იკარგება

Messenger-სა და Viber-ში ბმულს ფოტო და სათაური ახლავს. სტუმარი გახსნამდევე ხედავს, ვინ ეპატიჟება და რაზე.

დარეკვა არ დასჭირდებათ

სად არის, როდის იწყება, რა ჩაიცვან და როდის რა ხდება: ყველაფერი მოსაწვევშია. მისამართი ერთი შეხებით იხსნება Google Maps-სა და Apple Maps-ში.

გეგმები იცვლება, სია ზუსტი რჩება

სტუმარი პასუხს იმავე ბმულიდან ცვლის და თქვენ ახალს მაშინვე ხედავთ. პასუხის ვადის შემდეგ სია იკეტება, ასე რომ რესტორანს საბოლოო რიცხვს დროულად ეუბნებით.

  • აპლიკაციის გარეშე

    სტუმარი ბმულს ხსნის და პასუხობს. არც რეგისტრაცია, არც ჩამოტვირთვა, ასე რომ უფროსი თაობაც მარტივად უპასუხებს.

  • „ბავშვებიც მოვიყვანოთ?“

    ყოველი სტუმარი წერს, სულ რამდენი მოდის, ოჯახის ჩათვლით. ჯამს ჩვენ ვითვლით, ჩატებში თვლა აღარ მოგიწევთ.

  • ერთი ბმული, ყოველთვის სწორი

    დრო ან ადგილი შეიცვალა? შეასწორეთ მოსაწვევში და სტუმრები ახალს იმავე ბმულზე ნახავენ. ხელახლა დაგზავნა არ დაგჭირდებათ.

Brindo ესპანურად ნიშნავს „ვადღეგრძელებ“

ეს ის წამია, როცა ბოკალები ერთმანეთს ეხება და ყველა ერთადაა. ჩვენთან ყველა სუფრა სადღეგრძელოთი იწყება. Brindo იმისთვის არსებობს, რომ ამ წამამდე მისვლა მარტივი იყოს.

  • შექმნილია საქართველოში

    ქართულად, ქართველი მასპინძლებისა და მათი სტუმრებისთვის.

  • ქართული შრიფტით

    ყოველი სახელი და თარიღი ერთი ქართული შრიფტითაა აწყობილი, ბმულის გაზიარებისასაც.

  • ქართული მოტივებით

    ვენახი, ბორჯღალი, ბოლნისის ჯვარი და ბროწეული, სპეციალურად მოსაწვევებისთვის დახაზული.

ჩვენი პირობა

რას შეგიძლიათ ენდოთ

  • ჯერ ნახავთ, მერე გადაიხდით

    მოსაწვევს უფასოდ ქმნით და ხედავთ ზუსტად ისე, როგორც სტუმრები. იხდით მხოლოდ გაგზავნისას.

  • უსაფრთხო გადახდა

    გადახდას ამუშავებს Dodo Payments. ბარათის მონაცემები Brindo-სთან არ ინახება.

  • სტუმრების პირადი მონაცემები

    ვინახავთ მხოლოდ სახელს, გვარს, პასუხს და რაოდენობას. ტელეფონის ნომრებსა და ელფოსტებს არ ვაგროვებთ.

  • შექმნილია ტელეფონისთვის

    სტუმრები ბმულს Viber-იდან, Messenger-იდან ან WhatsApp-იდან ხსნიან, ამიტომ ყველა დიზაინი ჯერ ტელეფონზე მოვარგეთ.

ფასი

ერთი ფასი. ყველაფერი შედის.

იხდით ერთხელ, თითო ღონისძიებაზე. გამოწერა და ფარული საფასური არ არის.

ერთი ღონისძიება69 ₾
  • ერთი ბმული შეუზღუდავი სტუმრისთვის
  • ყველა დიზაინი
  • პასუხების სია და ზუსტი რაოდენობა
  • რუკა და ფოტო
  • ცვლილებები გადახდის შემდეგაც
შექმენით მოსაწვევი

მოსაწვევს უფასოდ ქმნით და ნახულობთ. იხდით მხოლოდ მაშინ, როცა გაგზავნისთვის მზად ხართ.

უსაფრთხო გადახდა ბარათით

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

არა. სტუმარი ხსნის ბმულს, წერს სახელსა და გვარს, მიუთითებს რამდენი ადამიანი მოდის და აჭერს ერთ ღილაკს.

თქვენი ღონისძიება იმსახურებს ლამაზ დასაწყისს

შექმენით მოსაწვევი დღესვე. უფასოდ ქმნით, იხდით გაგზავნისას.

შექმენით მოსაწვევი